მაროკოში წყალდიდობას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 32.
სტიქია ქვეყნის დასავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ საფის კვირას დაატყდა თავს.
მოულოდნელმა და უხვმა ნალექმა წყალმოვარდნა გამოიწვია. დაიტბორა ათობით სახლი და სავაჭრო ობიექტი. მოვარდნილმა წყალმა წაიღო ავტომობილები და ჩახერგა საავტომობილო გზები.
სინოპტიკოსები უხვ ნალექს კვლავ პროგნოზირებენ.

