ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ლიკვიდირებული რუსი გენერლების სიას აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში ბოლო სამი კვირის განმავლობაში 10-ზე მეტი რუსი მეთაური, მათ შორის, ექვსი გენერალი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა UNIAN ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს გასაჯაროვდა ლიკვიდირებული გენერლების ვინაობა:

  • რუსეთის გვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური, გენერალ-მაიორი მაგომე თუშაევი
  • 41-ე არმიის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი
  • აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური, გენერალ-მაიორი ანდეი კოლესნიკოვი
  • ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი
  • 150-ე დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ მიტაევი
  • სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიის გაერთიანებული შეიარაღების არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გენერლების ამ დანაკარგზე რუსეთის ფედერაციაში ხმამაღლა არ საუბრობენ.

უკრაინის გენშტაბის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო მონაცემებით, რუსულმა მხარემ დაახლოებით 14 000 სამხედრო დაკარგა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

იტვირთბა....