აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო უკან იხევს, ისე როგორც არცერთი სხვა ქვეყანა”-მარტა კოსი

ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო უკან იხევს, ისე როგორც არცერთი სხვა ქვეყანა,– ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, ამიტომ არ შემიძლია ვისაუბრო ამის შესახებ, მაგრამ თქვენ იცით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებსა და დასკვნებს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს აქვს ისეთი დემოკრატიული უკუსვლა, როგორიც არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. თუ ქვეყანას უნდა გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი განსხვავებულად უნდა მოიქცნენ – ეს რაც შეეხება მთავრობას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დახმარებას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ იმედისმომცემია, არამედ მნიშვნელოვანია ვუთხრათ მთავრობას, რომ არასწორია მხედველობაში არ მიიღო ის, რაც ხალხს სურს. მე ძალიან ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას – ეს მათ ხელშია.“ -განაცხადა მარტა კოსმა.

იტვირთბა....