უკრაინული კომპანიის Нафтогаз України ინფორმაციით, უკვე ექვსმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, სრულად ან ნაწილობრივ თქვან უარი რუსულ ენერგორესურსებზე.
- ამერიკის შეერთებული შტატები
ქვეყანამ უკვე აკრძალა რუსეთიდან ნავთობის და გაზის იმპორტი.
- კანადა
ქვეყნიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა
- დიდი ბრიტანეთი
განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე შეწყვეტს რუსული ნავთობის და გაზის იმპორტს
- გერმანია
2022 წლის ბოლომდე გეგმავს სრულად თქვას უარი რუსულ ნავთობზე
- ბულგარეთი
რუსული გაზის მიწოდებაზე უარის თქმას აპირებს 2023 წლიდან
- პოლონეთი
ასევე 2023 წლიდან აპირებს რუსული გაზის იმპორტზე უარის თქმას
“არის რაღაცები, რასაც დაუსრულებლად შეიძლება უყურო – წყლის დინებას, ციდან ჩამოცვენილ ფიფქებს და იმას, თუ როგორ იფერფლება ცეცხლში ეფექიის ენერგეტიკული ჰეგემონია”, – წერია “ნაფტოგაზ უკრაინას” მიერ გავრცელებულ ტექსტში.
ამასთან, როგორც ცნობილია, რუსეთს ევროკავშირის ქვეყნებმა უარი უთხრეს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდის მოთხოვნაზე, რომელიც ვლადიმერ პუტინმა “არამეგობრული ქვეყნების” მისამართით გააკეთა.
შეგახსენებთ, რუსეთს სანქციები უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა. სრულმასშტაბიანი ომი უკვე ერთი თვეა, გრძელდება.