ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

პოლიციის გენერალი მარიუპოლიდან ბავშვების გამოყვანის სანაცვლოდ, ტყვედ საკუთარ თავს სთავაზობს ოკუპანტებს

უკრაინის პოლიციის გენერალი, ვიაჩესლავ აბროსკინი რუს ოკუპანტებს მარიუპოლში მყოფი ბავშვების დახსნის სანაცვლოდ, ტყვედ საკუთარ თავს სთავაზობს. ამის შესახებ აბროსკიმმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, თუ ქალაქში შესვლის საშუალებას მისცემენ, სამი დღე დასჭირდება იმისთის, რომ იქ მყოფი ყველა ბავშვი მოიძიოს, უკან გამოსვლის დროს კი, ბავშვებს სამშვიდობოს გამოუშვებს, თავად კი მარიუპოლში დარჩება.

“მე ვარ პოლიციის გენერალი, რომელიც უშუალოდ 2014 წლიდან 2018 წლამდე ორგანიზებას უწევდა თქვენს წინააღმდეგ დონეცკის რეგიონში. ათობით რუსი დამპრყობლის მკვლელობაში და ათასობით მათი თანამზრახველის დაკავებაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სანქციებულთა სიაში გყავართ, ვარ თქვენს ძებნილთა სიაშიც.  ჩემი მკვლელობის მცდელობა გქონდათ, რომ ჩამოგეშორებინეთ. ეს ჩემი პირადი ინიციატივაა – ჩემს სიცოცხლეს მარიუპოლში მყოფი ბავშვების სიცოცხლის სანაცვლოდ გთავაზობთ”, – წერს აბროსკინი.

შეგახსენებთ, მარიუპოლი რუსი ოკუპანტების ალყაშია და უკვე რამდენიმე კვირაა, ადამიანებს, რომლებმაც ქალაქის დატოვება ვერ მოახერხეს, ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში უწევთ არსებობა.

იტვირთბა....