ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა.

როგორც მედია ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრზე დაყრდნობით წერს, “მისი მდგომარეობა სტაბილურია”.

ინფორმაცია უარყო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა. თუმცა, მისი ინფორმაციით, ჟირინოვსკის ჯაბმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“მინდა, დავამშვიდო ყველა, ვისაც ვლადიმერ ჟირინოვსკის ჯანმრთელობისდ მდგომარეობა აწუხებს – ის ცოცხალია. მისი მდგომარეობა მართლაც მძიმეა”, – წერს ვოლოდინი.

ჟირინოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა. მსგავსი ცნობები მანამდეც რამდენჯერმა გავრცელდა.

ვლადიმერ ჟირინოვსკის 2 თებერვალს კორონავირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

იტვირთბა....