aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მსოფლიო უკრაინის ომი

ოქრუაშვილი: ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა, რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა, რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ერთი მანიაკის პუტინის და რუსის ავადმყოფური, ველიკოძერჟავული ახირების გამო, თვალცრემლიანი მოხუცები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ, მათი თვალით უყურებენ საკუთარი სახლ-კარის განადგურებას.

“4 დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმ ქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით. ენით შეუძლებულია იმ ტრაგედიის აღწერა რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს – უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემს თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და მათი თვალით უყურებენ საკუთარი სახლ-კარის განადგურებას ერთი მანიაკის პუტინის და რუსის ავადმყოფური, ველიკოძერჟავული ახირების გამო”, – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად გაემგზავრა.

იტვირთბა....