ახალი ამბები კვლევები

საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში ქვეყანას 1.7% დატოვებდა – IPM-ის კვლევა

IPM-ის კვლევის თანახმად, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში ქვეყანას 1.7% დატოვებდა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, მოსახლეობის 42.7% მზად არის, ქვეყანაში დარჩეს და იარაღით ხელში იბრძოლოს.

ამასთან, გამოკითხულთა  24.2%  ამბობს, რომ ქვეყანაში დარჩება და შეეცდება, უსაფრთხოდ იყოს. 16.7% მზადაა, ჩაერთოს მოხალისეობრივ აქტივობებში (11.2% სამოქალაქო, ხოლო 5.5% სამედიცინო ან ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობაში).

“მოსახლეობის 11.2% აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო. 3% – მიტინგებს შეუერთდება. მხოლოდ გამოკითხულთა 1.7% ამბობს, რომ ქვეყნიდან წავა.

გარდა ამისა, IPM-ს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% აცხადებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, დახმარების შესათავაზებლად გაემგზავრებოდა უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში. კითხვაზე, რა ტიპის დახმარებისთვის წავიდოდა უკრაინაში, გამოკითხულთა 47.9% პასუხობს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას, რითიც შეძლებდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....