ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაეროში რუსეთის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა დაუჭირეს მხარი

რუსეთმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტით მიმართა, ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მოთხოვნით. დოკუმენტს მხოლოდ ორმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი – რუსეთმა და ჩინეთმა.

რეზოლუციის ტექსტში რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. თუმცა, მასში არაფერია ნახსენები უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და იქ ჩადენილ ქმედებებზე.

“რუსეთს ეყო თავხედობა, საერთაშორისო საზოგადოებისთის მიემართა რეზოლუციით, რომელშიც იმ კრიზისის გადაჭრას ითხოვდა, რომელიც თავად შექმნა”, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა, ლინდა ტომას- გრინფილდმა.

ხმის მიცემის შემდეგ, კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ბარბარა ბუდვორდმაც.

“რუსეთს ჰუმანიტარული სიტუაცია რომ აღელვებდეს, ბავშვების დაბომბვას შეწყვეტდა და ასეთ შეტევებს წერტილს დაუსხვამდე. თუმცა, ისინი ამას არ აკეთებენ”, – განაცხადა ბუდვორდმა.

რეზოლუციის მისაღებად გაეროს უშიშროების საბჭოს მინიმუმ ათი წევრის თანხმობა იყო საჭირო. რუსეთის და ჩინეთის გარდა, საბჭოს დანარჩენმა 13-მა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

 

იტვირთბა....