[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’qMIGu7rWJWU’]
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გიორგი ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს.
დავით რატიანის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს, სადაც ოჯახი პირველ სამძიმარს მიიღებს. საღამოს ჯარისკაცის ცხედარს ქაშვეთის ტაძარში გადაასვენებენ.
დაღუპულ ქართველი მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
დაკრძალვის დეტალები ბოლომდე დაზუსტებული არაა – თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორივე დაღუპულს სამხედრო პატივით დაკრძალავენ, იქნება საპატიო ყარაული. თუმცა დაკრძალავენ თუ არა მათ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჯერ უცნობია.
გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს ქალაქ ირპენთან შეტაკებების დროს დაიღუპნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა, გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.