ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

ოკუპანტებმა კიევის მახლობლად აკრძალული ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევის მახლობლად აკრძალული ფოსფორის საბრძოლო მასალა გამოიყენეს. ამის შესახებ ინფომაციას ირპენის მერი, ალექსანდრ მარკუშინი ავრცელებს. მისი ცნობით, სავარაუდო დაზარალებული ტერიტორია ირპენი და გოსტომელია.

“სამხედროების მხრიდან ასეთი ტიპის იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და ჟენევის 1949 წლის კონვენციის დარღვევაა”, – აღნიშნავს მარკუშინი.

უკრაინულმა მხარემ მანამდეც გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან აკრძალული იარაღის გამოყენების ფაქტების შესახებ.

იტვირთბა....