ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის გენშტაბი: რუსეთში ტანკების ერთადერთმა მწარმოებელმა მუშაობა შეაჩერა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში ტანკების ერთადერთ მწარმოებელს, Уралвагонзавод-ს მუშაობის შეჩერება მოუხდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთში ჯავშანტექნიკის ასაწყობად საჭირო ნაწილების მიწოდება შეწყდა.

ამასთან, ცნობილია, რომ მუშაობის შეჩერება მოუხდა ჩელიაბინსკის ტრაქტორების მწარმოებელ ქარხანას. სწორედ ეს ორი ქარხანა იყო დაკავებული ქვეყანაში ტანკების და სხვა ბრონირებული ტექნიკის გარემონტებით.

როგორც Defense Express აღნიშნავს, რუსებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ საჭირო მასალების წარმოება.

“ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული უცხოურ ბაზარზე, საჭირო ნაწილებს დამოუკიდებლად ვერ ამზადებენ. მოდერნიზებულ ტანკებში, ცეცხლის მართვის სისტემა ფრანგული თერმოგამომსახველით მუშაობს. რუსეთს მისი ბელარუსიდან შემოტანა შეეძლო, მანამ ეს ქვეყანაც სანქციებს დაექვემდებარებოდა”, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ დროის საკითხია, როდის ამოეწურება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მარაგები.

 

იტვირთბა....