ახალი ამბები კორონავირუსი

პანდემია დასასრულს უახლოვდება – ჯანდაცვის მინისტრი

პანდემია დასასრულს უახლოვდება, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურა აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან შემცირებულია სიკვდიალობისა და ინფიცირების მაჩვენებელი.

“პანდემია დასასრულს უახლოვდება, მოვხსენით გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება. ორშაბათიდან აღარ იქნება ამის საჭიროება. დარჩა მხოლოდ რამოდენიმე შეზღუდვა, ეს არის შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება და ასევე საზღვარზე შემოსვლისას უცხო მოქალაქეებისთვის. დასასრულისკენ მივდივართ, რადგან ძალიან შემცირებულია სიკვდიალობისა და ინფიცირების მაჩვენებელი”, – აცხადებს აზარაშვილი.

იტვირთბა....