ახალი ამბები კორონავირუსი

28 მარტიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნა, – შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებამ დღეს, 22 მარტს მიიღო.

პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ ისვრცეში ისევ სავალდებულო იქნება.

“პანდემია დასასრულს უახლოვდება, მოვხსენით გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება. ორშაბათიდან აღარ იქნება ამის საჭიროება. დარჩა მხოლოდ რამოდენიმე შეზღუდვა, ეს არის შიდა სივრცეებში პირბადის გამოყენება და ასევე საზღვარზე შემოსვლისას უცხო მოქალაქეებისთვის.

დასასრულისკენ მივდივართ, რადგან ძალიან შემცირებულია სიკვდიალობისა და ინფიცირების მაჩვენებელი”, – განაცხადა ღიბრაძემ.

იტვირთბა....