ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის გენშტაბი: სუმის ოლქში 300-მა ოკუპანტმა ბრძოლაზე უარი თქვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სუმის ოლქში, ქალაქ ოხტირკას სიახლოვეს დაახლოებით 300-მა ოკუპანტმა თქვა უარი ბრძოლაზე და სამხედრო ტექნიკით რუსეთში გაბრუნდა.

“სუმის ოლქში, ოხტირკის რაიონში რუსი სამხედროების დაუმორჩილებლობის ფაქტები გამოვლინდა. დაახლოებით 300-მა ოკუპანტმა თქვა უარი საბრძოლო მოქმედებების განხორციელების ბრძანების შესრულებაზე. მათ 70 ტანკით დატოვეს რაიონი, სადაც ოპერაცია დარდებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

 

იტვირთბა....