[su_quote]ჩემი აზრით, 5 ივლისი ამოგლეჯილი იყო იმ საერთო სივრციდან, რაც დღეს საქართველოშია. ჩემი აზრით, საქართველოში მედია ნამდვილად თავისუფალია და ამას არაერთი საერთაშორისო რეიტინგიც ადასტურებს. თუმცა, საჭიროა, მედიამ უფრო მეტი თვითკონტროლი დააწესოს იმასთან დაკავშირებით, რომ მოერიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არაეთიკური გამონათქვამებიდან შეიკავონ თავი. ასევე, დისკრიმინაციული გამონათქვამებისგან შეიკავონ თავი. მაგალითად, ეთიკის საბჭში ბოლო პერიოდში იყო საჩივრები შეტანილი, სიადანაც დადასტურდა მედიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევა. ვისურვებდი, მედია ამ მიმართულებით მეტი ყურადღებით მოეკიდოს ინფორმაციის გავრცელებას. იგივე, 5 ივლისის მოვლენები, რა თქმა უნდა, ყველანაირად მიუღებელია, გარკვეულწილად, განპირორებული იყო იმ აგრესიისა და პოლარიზაციის დაგროვებით საზოგადოებაში, რომელსაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მედიის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია იქნება ეს თუ არაეთიკური გამონათქვამები, თუ ამა თუ იმ მოვლენის ტენდენციურად წარმოჩენის მცდელობა[/su_quote]
განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას. დღეს, 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღეა.