[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’svmosoI98EU’]
უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკრაინაში მებრძოლ კადიროველებს შორის საუბარი მოისმინა, რომლის მიხედვითაც ნათელი გახდა რა არის მათი მთავარი ამოცანა უკრაინაში ბრძოლისას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კადიროველების მთავარი ამოცანაა ბრძოლის ველიდან გამოქცეული რუსი ჯარისკაცების უკან დაბრუნება, ან მოკვლა.
ისინი „გარნიზონის“ ფუნქციას ასრულებენ – რუსებს „თავისიანებად“ არ თვლიან, „ტილებს“ ეძახიან და სიამოვნებით კლავენ.
“როგორ იბრძვიან რეალურად კადიროვიელები უკრაინაში – რუსული პროპაგანდა აყალიბებს მათ იმიჯს, როგორც ძლიერი ძალის, რომელსაც შეუძლია პუტინის ნებისმიერი ამოცანის შესრულება. მაგრამ ომის 26 დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაარღვიეს ეს მითი. კადიროველებს ახლა “ტიკ-ტოკის ჯარს” უწოდებენ სასცენო რეკლამის სიყვარულის გამო. “ომის დროს ისინი” გამოირჩეოდნენ “მხოლოდ ვიდეო კადრებით და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკით”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მორიგი სატელეფონო საუბარი მოისმინა, რომელშიც რუსი აგრესორი აღიარებს, რომ უკრაინიდან გაქცევა სურს.