[su_quote]თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები ამ ფორმით ხელისუფლებას დარჩა მაქსიმუმ თვენახევარი. ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ რაიმე, ეს თავის მოტყუებაა, როგორც პუტინის გაგრძელებას ვერაფერს ვაიძულებთ. მოდით მივიდეთ და მოვთხოვოთ, ვის უნდა მოსთხოვო პუტინს?…ეს ხელისუფლება წავა მოუსავლეთში ამ გაზაფხულზე, ამის შემდეგ უნდა შეიქმნას, ეროვნული თანხმობის მთავრობა, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. გვაქვს შანსი გავხდეთ წელში გამართული. არ გავუშვათ ისეთი შანის ხელიდან, როგორიც დავით აღმაშენებელს დაუდგა დიდგორის ომის დროს.
ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ ვართ ომის პარტია, რადგან ყველაზე მეტად მეზიზღება სამყაროში ომი, მაგრამ აფხაზეთი არ დამვიწყებია, არ დამვიწყებია არც ცხინვალი. მე ვიცი როგორ უნდა მოხდეს ამ ტერიტორიების დაბრუნება. ეს იქნება მშვიდობიანი დაბრუნება, აღარ შეეშინდებათ, რომ მათ კულტურას ვინმე მოსპობს. გეგმა არის ასეთი წლის ბოლომდე ხელისუფლების ცვლილება და ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთების პროცესის დაწყება. ეს არის ის ისტორიული ფანჯარა, რომელიც უკრაინის ფონზე იხსნება, ჩვენი მებრძოლები იქ ტყუილად არ იბრძვიან.[/su_quote]
აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილთან დაკავშირებით ე.წ პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

