ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რუსეთის არმიაში რეპრესიები დაიწყო” – არესტოვიჩმა განმარტა, რატომ გაიყინა უკრაინის ფრონტი

დაიწყო რეპრესიები რუსულ ჯარში და დაიწყო უკრაინაში წარუმატებლობის პასუხისმგებელთა ძებნა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ თავდასხმის ქვეშ არიან პუტინის არმიის გენერლები და უმაღლესი სამხედრო ლიდერებიც.

„ახლა, ამ ფაზაში, როდესაც რუსეთის სარდლობამ ვერ შეასრულა მთავარი ამოცანა, რომელიც მათ წინაშე დაისახა, დაიწყო რეპრესიების ფაზა. ჩვენი სპეცსამსახურებიდან, გენერალური შტაბიდან არის არაერთი ინფორმაცია, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, სხვა ფორმირებებში და ეროვნულ გვარდიაში პასუხისმგებელი პირების ძებნა დაიწყო.

ასობით და ათეულობით სამხედრო მოსამსახურე ექვემდებარება დამამცირებელ შემოწმებას, მათ ბრალი ედებათ საომარ მოქმედებებზე უარის თქმაში, ხასიათის სისუსტეში, სიმხდალეში“, – თქვა არესტოვიჩმა. 

მისივე თქმით, რუსული არმიის მორალი, უკვე უკიდურესად დაბალია და რაც არ უნდა ახალი ძალები ჩააგდოს რუსეთმა ფრონტის ზოგიერთ სექტორში, ეს მცდელობები წარუმატებელი იქნება.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ ახლა ფრონტი პრაქტიკულად ჩიხშია.

“ფრონტი პრაქტიკულად გაიყინა. ტაქტიკური მოქმედებები ტარდება, რადგან მხარეებს – როგორც ჩვენს, ასევე რუსეთის – არ აქვთ საკმარისი ძალა, რომ რეალურად შეცვალონ სიტუაცია ამა თუ იმ მიმართულებით”, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ასე რომ, მისი თქმით, მხარეები ტაქტიკურ მოქმედებებს ატარებენ, ახორციელებენ რეზერვების კონცენტრაციას და ერთმანეთს ურტყამენ, რასაც უკრაინული მხარე წარმატებით უმკლავდება.

“ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები პრაქტიკულად არ ხდება… რუსული ავიაცია პრაქტიკულად არ არსებობს და საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს ანგარიშიც კი, რომლის მიხედვითაც მათ დღეში მხოლოდ სამი შვეულმფრენი გაანადგურეს”, – თქვა არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

 

იტვირთბა....