ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

უკრაინელი მოხუცი რუს ოკუპანტებს მოწამლული ღვეზელებით გაუმასპინძლდა

უკრაინაში მოხუცმა ქალმა რუს ოკუპანტებს მოწამლული ღვეზელები დაუცხო და მიუტანა. როგორც გამოცემა UNIAN წერს, შედეგად რვა ჯარისკაცი დაიღუპა.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლმა, ანტონ გერაშენკომ ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელმაც ტელეფონით ეს ამბავი ახალგაზრდა გოგონას უამბო.

“საჭმელი არაფერი გვაქვს. გუშინ იხვი მოვიპარეთ. მაღაზიები დავბომბეთ. ვშიმშილობთ!… ერთმა მოხუცმა ღვეზელები მოიტანა – რვა ადამიანი გაისტუმრა”, – ამბობს აუდიოჩანაწერში სამხედრო, გოგონას კითხვაზე “რას გულისხმობ” კი პასუხობს  – “მოწამლული იყო”.

ცნობისთვის, უკრაინულ მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში საბძოლველად მშრალი საკვებით გაუშვეს, რომელსაც ვადა 2015 წელს ჰქონდა გასული.

 

იტვირთბა....