ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ჯონსონი: უკრაინაში თავისუფლების დასასრული, თავისუფლების იმედის გაქრობაა საქართველოსთვისაც

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თავის გეგმებს სისრულეში მოიყვანს, ის ამაზე არ გაჩერდება.

“უკრაინაში თავისუფლების დასასრული ნიშნავს საქართველოში თავისუფლების ყველანაირი იმედის გაქრობას, შემდეგ კი, იგივეს მოლდოვაში – ეს იქნება მთელი აღმოსავლეთ ევროპის დაშინების საუკუნის დასაწყისი ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე”, – განაცხადა ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის საგაზაფხულო კონფერენციაზე.

მისივე თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ “აუცილებელი თამამი ნაბიჯები” უნდა გადადგას, რომ რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას წერტილი დაესვას.

იტვირთბა....