aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

გაზპრომის საკითხი იმაზე ზევით იქნა აწეული, ვიდრე უნდა ყოფილიყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებების საკითხი იმაზე ზემოთ იქნა აწეული, ვიდრე უნდა ყოფილიყო.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს დავოსში განუცხადა.
მისი თქმით, ეს წმინდა ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებებია და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია.
“რაც შეეხება თვითონ გაზის მოწოდების საკითხს, უამრავი სპეკულაცია მოვისმინე, უამრავი ბრალდება მოვისმინე კონკრეტულად კახი კალაძის და მთავრობის მისამართით. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავრობა არის მოწოდებული, რათა მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ნამდვილად, იმაზე ზევით იქნა აწეული ეს საკითხი ვიდრე უნდა ყოფილიყო. ეს არის წმინდა ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებები და არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამას ნამდვილად არ გააჩნია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც მე ვისმენ ამდენი დღის განმავლობაში”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....