აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მილიარდის ჯარიმები ეპატია ენერგოკომპანიებს, თუმცა ეს ფული ბიუჯეტისთვის არ დაიკარგება – ჩვენი ჯიბიდან ამოიღებენ 33%-ით გაზრდილი დენის ტარიფით” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც 157 ენერგოკომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები.

“მილიარდის ჯარიმები ეპატია ენერგოკომპანიებს, თუმცა ეს ფული ბიუჯეტისთვის არ დაიკარგება – ჩვენი ჯიბიდან ამოიღებენ 33%-ით გაზრდილი დენის ტარიფით.

საქართველოს ყველაზე საუკეთესოდ აღჭურვილმა რუსთაველის თეატრმა, მხოლოდ განათებაზე 820 400 ლარი დახარჯა სპექტაკლი “ვეფხისტყაოსნის” გასანათებლად. კერძოდ, სცენაზე დამონტაჟებული 28 ცალი გასანათებელი.

მარტო ეს ორი ამბავი დღეს გავიგეთ. არა და, თითქმის ყოველ დღე ასეთი რაღაცები” – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 157 ენერგოკომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები.

იტვირთბა....