აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თეირანის სასურველ ზოგად პრინციპებს შეესაბამება

ირანის სასურველი ზოგადი პრინციპების მიღებით შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი დიდი მოწამე ლიდერის, ხამენეის, სისხლის ნაყოფი და მთელი ხალხის ადგილზე ყოფნის მიღწევა იყო, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ირანი ერთიანობას შეინარჩუნებს.

„დღეიდან ჩვენ ერთად დავრჩებით. იქნება ეს დიპლომატიის სფერო, თავდაცვის სფერო, ქუჩა თუ მომსახურების მიწოდების სფერო“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

მანამდე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე კომენტირებისას ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მუჰამედ რეზა არეფმა X-ზე დაწერა, რომ „ირანის ერა დაიწყო“, ხოლო ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ აშშ-მა „უდავო, ისტორიული და გამანადგურებელი მარცხი განიცადა“.

იტვირთბა....