აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოლონეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში EU-ის გაფართოების ნაწილში საქართველო ნახსენები არ არის

პოლონეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში EU-ის გაფართოების ნაწილში საქართველო ნახსენები არ არის – 2026-2030 წლის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში ევროკავშირის გაფართოების მოლაპარაკებების დაწყების კონტექსტში საუბარია მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით:

“ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში ცალკეულ კანდიდატ ქვეყნებთან — მათ შორის უკრაინასთან, მოლდოვასთან და დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებთან — პოლონეთი იხელმძღვანელებს ორი პრინციპით:
მიღებულმა გადაწყვეტილებებმა უნდა უზრუნველყოს პოლონეთის საკვანძო ინტერესების დაცვა;
მოლაპარაკებები უნდა იყოს გამჭვირვალე და ეფუძნებოდეს კანდიდატი ქვეყნების პროგრესის დამსახურებაზე დაფუძნებულ შეფასებას” – წერია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პოლონეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, როგორც სტაბილურობისა და დემოკრატიის გავლენების გაზრდის საშუალებას. პოლონეთი ასევე მხარს უჭერს ერთსულოვნების პრინციპის შენარჩუნებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

იტვირთბა....