რას აკეთებენ საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრები?
,,ვერ გავიგე, რამ დაგაბრმავათ და რამ დაგაყრუათ!!!
ვისაც ეს ეხება, კანონით გასცეს სათანადო პასუხი ქართული კულტურის, სიმღერისა და ცეკვის ასეთი შეურაცხოფისათვის.
მოვითხოვ ბოდიში მოუხადონ ქართულ კულტურას და რაც მთავარია ქართველ ერს. გამოფხიზლდით, ეს უკვე ცუდის მომასწავლებელია, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის მათგან!!!!!!” – ასეთ განცხადებას ავრცელებს დავით ოქიტაშვილი.
ოქიტაშვილს სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ეხმიანებიან. ერთ-ერთი ამბობს: “რას აკეთებენ საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრები…
შეგახსენებთ, როგორც “youtube”-არხზე ატვირთული ვიდეოდან ჩანს, ქართული ცეკვა თურმე “სომხური საქორწინო ცეკვა” ყოფილა.
გავრცელებულ ვიდეოზე “სომხურ ცეკვას”- აშშ-ში არსებული გევორქიანის ცეკვის აკადემია ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც სიმღერა “ყვავილების ქვეყანა” სომეხ კომპოზიტორს მიაწერეს.
https://www.youtube.com/watch?v=W-i0t-w2znQ&feature=youtu.be