რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინისთვის გაგზავნილ ნებისმიერ ტვირტთს შეიარაღებით, რუსი სამხედროების სამიზნედ აღიქვამენ.
“ჩვენ გარკვევით დავაფიქსირეთ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შეტანილი ნებისმიერი ტვირთი, რომლითაც, ჩავთვლით რომ შეიარაღება გადააქვთ, “ლეგიტიმური სამიზნე” გახდება”, – განაცხადა ლავრობმა სახელისუფლებო გამოცემასთან RT ინტერვიუში.
მისივე თქმით, მოსკოვი არ დაუშვებს სხვა ქვეყნებიდან კიევში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-300 შეტანას.
“ისინი თვლიან, რომ შეიძლება, NATO-ს წევრებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობენ საბჭოთა კავშირის წარმოების სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, დახმარება სთხოვონ. მინდა, ყველა ქვეყანას, რომელიც ამ შესაძლებლობას განიხილავს, შევახსენო, საბჭოური და რუსული წარმოების სისტემები საერთაშორისო შეთანხმებების და კონტრაქტების შესაბამისად აქვთ, მათ გამოყენების სერტიფიკატები ახლავს, რომლითაც იკრძალება მესამე ქვეყნისთვის მათი მიწოდება”, – აცხადებს ლავროვი.
სერგეი ლავროვმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც The Washington Post-ში დაიწერა, რომ NATO უკრაინისთვის С-300-ის სისტემის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.