ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დააკავეს პირი, რომელმაც 82 წლის ნათესავი ბასრი საგნით მოკლა, ცხედარს კი ცეცხლი მოუკიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა პირი, რომელმაც ნათესავი, 82 წლის ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, გლდანში, ნათესავ ქალს – 1940 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ბასრი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე დანაშაულის შემდეგ ნ.ნ.-მ ბინიდან ტელევიზორი წაიღო და ლომბარდში ჩაბარებას შეეცადა, თუმცა ვერ შეძლო. იგი კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა და მიიმალა”, – წერია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იტვირთბა....