ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეგნანი: სანქციები იმისთვის არის, რომ ყველამ ერთად მოვახდინოთ გავლენა რუსეთის ქმედებებზე

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა გავერთიანდეთ რუსული აგრესიის წინააღმდეგ – სანქციები იმისთვის არის მიღებული, რომ მათ გავლენა მოახდინონ რუსეთის ქმედებებზე”, – ამის შესახებ BM.GE-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს მიერთების საკითხზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.

დეგნანის თქმით, საქართველოს ქმედებები თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოება რეაგირებას მოახდენს ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომლებიც საერთაშორისო სანქციებს არ შეასრულებენ.

“მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ საქართველოს არავინ სთხოვს, მიიღოს ორმხრივი სანქციები, თუ ეს არ სურს. ორმხრივი სანქციების დაწესების ან არდაწესების საკითხი არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი. თუმცა, ამ აგრესიის წინააღმდეგ მდგომი ყველა ქვეყნისგან მოველით, რომ მათი პოლიტიკა თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სანქციებთან. საქართველო ყოველთვის იყო საერთაშორისო სანქციების პირნათლად შემსრულებელი, იქნება ეს ირანთან თუ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. უნდა ითხვას, რომ საქართველო თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან, თუმცა, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საპასუხო ნაბიჯები იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც არ ასრულებს საერთაშორისო სანქციებს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რუსეთი 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, რის გამოც, მას სანქციებს უწესებენ როგორც მსოფლიოს ქვეყნები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები.

იტვირთბა....