ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

არესტოვიჩი: გავანადგურეთ რუსული არმიის ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი, ეს დიდი მიღწევაა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული არმიის ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალესქსეი არესტოვიჩმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ეს დიდი მიღწევაა. ეს, შესაძლოა, არაერთი გენერლის განადგურებას და შესაბამისად, მოწინააღმდეგეთა საბრძოლო მოქმედებებში პაუზასა და დეზორგანიზაციას ნიშნავდეს”, – ამბობს არესტოვიჩი.

მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ერთ დღეში მტრის 10 საჰაერო სამიზნის – ხუთი თვითმფრინავის, ორი ვერტმფრენის, ერთი უპილოტო საფრენი აპარატის და რამდენიმე საკრუიზო რაკეტის განადგურება შეძლეს.

“მტერი, ესმის რა მას, რომ ვერ გაიმარჯვებს ვერც ჰაერში და ვერც მიწაზე, ომის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს მიმართავს – ანადგურებს სამოქალაქო ობიექტებს და ატერორებს მშვიდოებიან მოსახლეობას ისე, როგორც ეს მარიუპოლში ვნახეთ”, – აღნიშნავს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....