გრიპის ვირუსის გავრცელების მასშტაბები იზრდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს. როგორც უწყებაში ამბობენ, საგანგაშო მონაცემები ამ დროისთვის არ არსებობს, თუმცა, მედიკოსები მოქალაქეებს ჰიგიენის და სხვა სახის შესაბამისი რეკომენდაციების დაცვას მოუწოდებენ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, დინამიკა მზარდია, თუმცა არა საგანგაშო.
„ქვეყანაში გრიპით ავადობის ზრდის დინამიკაა, თუმცა არც თუ საგანგაშო. წინა კვირის მონაცემებით 100 ათას მოსახლეზე 245-250 ავადობის მაჩვენებელი იყო. ამ კვირის მონაცემებით გვაქვს 273. სიკვდილიანობა დღეის მონაცემებით 4 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გაქვს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.