საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავტომობილებით დაეხმაროს.
ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავტობომილებით დაეხმაროს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უკვე ესაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურებრივი ავტომობილები დროებით დაუთმოს“ – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო დროს, საქართველოში ვირუსული გრიპის ინფექციაა გავრცელებული. ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან სამი H1N1, ერთი კი H3N2-ის სახის ვირუსით.
სპეციალისტების თქმით, დაავადებულთა მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.