ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, 21 აპრილს, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, 21 აპრილს, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ამის შესახებ შეხვედრის დღის წესრიგშია ნათქვამი

საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება. მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.

მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს სამხრეთ კავკასიის საკითხებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, ერევანში, სომხეთში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური კომიტეტის სამიტამდე და საქართველოში არსებულ ვითარებაზე,” – წერია დღის წესრიგში. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ 16 მარტსაც იმსჯელეს. მაშინ, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად მომდევნო შეხვედრაზე განიხილავდნენ. 

იტვირთბა....