ახალი ამბები მთავარი პოეზია

ისრაელის განცხადებით, ლიბანიდან გაშვებული რაკეტების საპასუხოდ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე იერიში მიიტანეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კარმიელისკენ ხუთი რაკეტა გაუშვა, თუმცა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ხუთივე მოიგერია.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლომდებარე დასახლება დეირ ალ-ასადში ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად სკოლა დაზიანდა, მაგრამ არავინ დაშავებულა.

ისრაელი აცხადებს, რომ დღეს დილიდან „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლა.

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანიდან რაკეტების გაშვების შემდეგ „ჰეზბოლას“ პოზიციებზე იერიში მიიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სკოლის შენობა დაბომბეს, რომელსაც, მათი მტკიცებით, „ჰეზბოლა“ რაკეტის გასაშვებად იყენებდა.

იტვირთბა....