“ირანელები ვერ აცნობიერებენ, რომ ხელში არავითარი კარტი არ უჭირავთ, გარდა საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსოფლიოს მოკლევადიანი დაშანტაჟებისა” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს ცოცხლები არიან, მოლაპარაკებების წარმოებაა”.
ირანელები გაცილებით უკეთ მართავენ ყალბ ამბებსა და “საზოგადოებასთან ურთიერთობას”, ვიდრე იბრძვიან!
როგორც ჩანს, ირანელები ვერ აცნობიერებენ, რომ ხელში არავითარი კარტი არ უჭირავთ, გარდა საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსოფლიოს მოკლევადიანი დაშანტაჟებისა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი დღეს ცოცხლები არიან, მოლაპარაკებების წარმოებაა!” – წერს დონალდ ტრამპი.

