aviabiletebi
ახალი ამბები

ილონ მასკმა კადიროვის რჩევის შესაბამისად, Twitter-ზე “ილონა” დაირქვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კომპანიების, “სფეის იქსისა” და “ტესლას” დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ტვიტერზე სახელი შეიცვალა და Elon Musk-ის ნაცვლად, Elona Musk დაირქვა.

ამას წინ უძღოდა ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან ონლაინ სივრცეში გამართული დიალოგი, რა დროსაც, მასკის მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ორთაბრძოლაში გამოწვევას კადიროვის რჩევა მოჰყვა, ჯერ ტრენინგი ჩეჩნეთში გაეარა, რომ “ნაზი ილონიდან სასტიკ ილონად” ქცეულიყო.

ამის პასუხად, მასკმა ტვიტერზე დაწერა:

“მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ ასეთი შესანიშნავი წვრთნის გავლა ძალიან დიდ უპირატესობას მომცემდა. თუ მას (პუტინს) ჩხუბის ეშინია, თანახმა ვარ, მხოლოდ მარცხენა ხელი გამოვიყენო, ამ დროს, ცაციაც კი არ ვარ. ილონა”.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, რის გამოც, მსოფლიოს ქვეყნები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კომპანიები და ცნობილი ადამიანები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და რუსეთს სანქციებს უწესებენ.

იტვირთბა....