უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტული ზომების განხილვას დავიწყებთ, – აღნიშნულის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ასიათასობით სამხედრო უკვე მზადყოფნაშია ევროპის კონტინენტზე. ათიათასობით სამხედროა განლაგებული ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთანაც. საჰაერო და საზღვაო თავდაცვა მზადყოფნაშია.
“NATO-ს ლიდერები გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტული ზომების განხილვას დაიწყებენ. შეხვედრაზე იქნებიან ჩვენი ძველი პარტნიორებიც, მათ შორის საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. ახლა ასიათასობით სამხედრო უკვე მზადყოფნაშია ევროპის კონტინენტზე. ათიათასობით სამხედროა განლაგებული ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთანაც. საჰაერო და საზღვაო თავდაცვა მზადყოფნაშია.
ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების პოლონეთში ათავსებს სამხედრო ძალებს, ასევე ათავსებს გერმანია. ეს ყველაფერი აგზავნის სიგნალს რუსეთის მიმართ – ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს გულისხმობს ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში მეტ სამხედრო აღჭურვილობას და სამხედრო ძალას”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

