უკრაინაში Fox news-ის ოპერატორი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში Fox news-ის ქართველი ჟურნალისტი ნანა საჯაია ავრცელებს.
“მძაგს ამის დაწერა, მაგრამ უნდა დავწერო. უკრაინაში ჩვენი ოპერატორი – პიერ ზაკრზევსკი დაიღუპა”,-წერს საჯაია.
ცნობისთვის, გუშინ 14 მარტს კიევთან ახლოს Fox news-ის ჟურნალისტი დაჭრეს.

