ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზოგიერთ რაიონში კონტრშეტევაზე გადადიან – მედია

უკრაინის შეიარაღებული ძალები ზოგიერთ რაიონში კონტრშეტევაზე გადადიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის სამხედრო ძალების მთავარსარდალზე, ვალერი ზალუჟნიზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, უკრაინის შეიარაღებული ძალები დავალებებს წარმატებულად ასრულებენ.

„ჩვენ შევაჩერეთ აგრესორი, განვათავსეთ რეზერვის ნაწილები და მივდივართ კონტრშეტევაზე გარკვეული მიმართულებით“, – განაცხადა მან.

ზალუჟნიმ ასევე დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები ზარალს განიცდიან. მაგრამ ისინი რამდენჯერმე უფრო მცირეა ვიდრე რუსეთის. მან სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედროები უკრაინაში ბელორუსის ტერიტორიიდან შევიდნენ. გარდა ამისა, დღეს პუტინის სამხედროები უკრაინის მიმართულებით რაკეტებს უშვებენ ბელორუსის ტერიტორიიდან. ბელორუსის წინააღმდეგ ზოგიერთმა ქვეყანამ შეჭრაში თანამონაწილეობისთვის სანქციები დააწესა.

ასევე რეგულარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელორუსის რესპუბლიკამ შესაძლოა რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაში შეჭრა დაიწყოს. ქსელი აქვეყნებს ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ტექნიკის გადაადგილების ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 3 500-ზე მეტი რუსი დამპყრობელი უკვე განადგურებულია.

იტვირთბა....