ახალი ამბები პოლიტიკა

მორგოშია: უახლოეს პერიოდში, პარტიული დელეგაციით რუსეთში მივდივართ

უახლოეს პერიოდში, პარტიული დელეგაციით რუსეთში მივდივართ, – აღნიშნულის შესახებ ალტ-ინფოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გამოჩნდა ხალხის ის ძალიან დიდი მასა, რომელიც მათ მხარში უდგას.

“ზურა მახარაძეს აქვს აბსოლუტურად სხვა ამოცანა. რუსეთში არ მიდის, რუსეთში მივდივართ ჩვენ, პარტიული მთელი დელეგაციით უახლოეს პერიოდში. ვისთან უნდა გავმართოთ შეხვედრები და რუსეთის იმ პოლიტიკურ წრეებთან, ვისაც ხელეწიფება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის დალაგება.

იმედი არ ვიცი, ჩვენ გვიყურებენ, როგორც ადეკვატურ ხალხს, რომელიც რაციონალურად აზროვნებს და შეუძლია დაალაგოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ბევრად უფრო სტაბილურად ვუდგებით ფინანსურადაც და ყველანაირადაც, იმიტომ რომ გამოჩნდა ხალხის ის ძალიან დიდი მასა, რომელიც ჩვენ გვიდგას მხარში. ყველა მხრიდან, მათ შორის ევროპიდანაც ძალიან ბევრი ბიზნესმენი, საქმოსანი, რავი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან”, – განაცხადა მორგოშიამ.

იტვირთბა....