ახალი ამბები პოლიტიკა

როგორც ჩანს პრეზიდენტი ნაცმოძრაობის ბულინგის ქვეშ მოექცა – ღუდუშაური

როგორც ჩანს პრეზიდენტი ნაცმოძრაობის ბულინგის ქვეშ მოექცა, – აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვერც პრეზიდენტი და ვერც ნებისმიერი პირი ვერ იქნება კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა, მით უფრო მაშინ, როცა თვითონ ბრძანა, რომ კონსტიტუციის გარანტია.

“როგორც ჩანს, ის პირდაპირ თუ ირიბად მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგის ქვეშ, ეს არის ფაქტი. მისი განცხადებები და ფაქტები თუ მართლაც რეალობაა, მაშინ ეს შესწავლას საჭიროებს და თუ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუცია დარღვეული, ბუნებრივია, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არის უპირველესი და უზენაესი.

საკითხი, რაზეც მან ისაუბრა და მასში მოყვანილი ფაქტები საჭიროებს შესწავლას და თუ ეს მართლაც ასეა, ასეთ შემთხვევაში ვისი საქმიანობაც მოვა კონსტიტუციასთან და კანონთან წინააღმდეგობაში, ვერც პრეზიდენტი და ვერც ნებისმიერი პირი ვერ იქნება კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა, მით უფრო მაშინ, როცა თვითონ ბრძანა, რომ კონსტიტუციის გარანტია. თუ ეს ფაქტები რეალობაა და პირდაპირ დაარღვია კონსტიტუცია, ასეთ შემთხვევაში ცხადია, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი”, – აცხადებს ინტერპრესნიუსის ცნობით, ღუდუშაური.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მას ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი ეთქვა და ამის გამო პირადი შეხვედრები გამართა.

იტვირთბა....