ახალი ამბები პოლიტიკა

“ვოლოდიმერ ზელენსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს” – სააკაშვილის ინიციატივა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, დღეს უკრაინის ბრძოლა ქართველი ხალხის ბრძოლაც არის.

“მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, ვოლოდიმერ ზელენსკის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. ამის მიზეზია ის, რომ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა ქართველი ხალხის ბრძოლაც არის. გთხოვთ ეს შუამდგომლობა გაითვალისწინოთ და დააკმაყოფილოთ”, – აცხადებს ბეჟაშვილი.

იტვირთბა....