ახალი ამბები პოლიტიკა

პრეზიდენტმა თუ სიმართლე თქვა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია – კობახიძე ევროპაში ვიზიტზე

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტებთან დაკავშირებით თუ სიმართლე თქვა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია. ამ საკითხში გავერკვევით“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მას ევროპაში სამუშაო ვიზიტებზე უარი ეთქვა და ამის გამო პირადი შეხვედრები გამართა.

 

იტვირთბა....