თუ არ ჩაკეტავთ უკრაინის ცას, მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაეცემა რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე, NATO-ს ტერიტორიაზე, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინამ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გარანტიები უნდა მიიღოს.
“გასულ წელს “ნატო-ს” ქვეყნები გავაფრთხილე, რომ რუსეთის მიმართ თუ პრევენციულ ზომებს არ მიიღებდნენ ის ომის გზას აირჩევდა. მართლები აღმოვჩნდით. ვამბობდი იმასაც, რომ “ჩრდილოეთი ნაკადი 2″ იქნებოდა იარაღი, რომელსაც რუსეთი გამოიყენებდა. დღესაც ვამბობ, რომ თუ არ ჩაკეტავთ უკრაინის ცას, მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაეცემა რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზე, NATO-s ტერიტორიაზე. მისი წევრი ქვეყნების მოქალაქეების სახლებზე დაეცემა ეს ბომბები.
საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებს მოვუწოდებ გააკეთონ ყველაფერი ორი ქვეყნის პრეზიდენტები შესახვედრად. მესმის, რომ ეს რთული გზაა, თუმცა ერთადერთია ომის შესაჩერებლად. უკრაინამ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გარანტიები უნდა მიიღოს. ეს არ იქნება ისეთი გარანტია, როგორიც დღეს ცის ჩაკეტვაა. უკრაინელებს უნდა შეეძლოთ თქმა, რომ მიღებული გარანტიები ნამდვილია”, – განაცხადა ზელენსკიმ.