ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა – გენშტაბი

ბელარუსის სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს.

13 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბელორუსის სამხედრო ხელმძღვანელობა აგრძელებს ზომების მიღებას უკრაინასთან საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად.

„რაც შეეხება ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მზადყოფნას უკრაინაში ომის წარმოების თვალსაზრისით: სპეცოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინასთან ომში“, – ნათქვამია ანგარიშში.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის არმიის მონაწილეობის საფრთხე მაინც არსებობს.

იტვირთბა....