ახალი ამბები უკრაინის ომი

მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას დაჭრილი ორსული ქალი გარდაიცვალა

რუსული არმიის მიერ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საავადმყოფოს დაბომბვისას დაჭრილი ორსული გარდაიცვალა.

ამის შესახებ ფეისბუკზე წერს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ასია დოლინა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ქალის და მისი მუცლად მყოფი შვილის გარდაცვალებას ადასტურებს ფოტოგრაფი ევგენი მალოლეტკა.

მან 9 მარტს, სააგენტო AP-ისთვის გადაიღო ფოტო, რომელიც ასახავს დაჭრილი ორსულის საკაცით გაყვანას დაბომბილი საავადმყოფოს ტერიტორიიდან.

იტვირთბა....