ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

უკრაინა საზარელ ფასს იხდის დასავლეთის გაუბედაობისათვის – გურული

უილიამ კოენი, ბილ კლინტონის რესპუბლიკელი თავდაცვის მდივანი, პროფესიონალი იურისტი, არ არის ის ადამიანი, რომელსაც ემოციები ააცუნდრუკებს. – რატომ ვაძლევთ პუტინს პირობების კარნახის უფლებას, რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა; პირდაპირ უნდა ვუთხრათ, რომ მან უკვე დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა და ამერიკა გააკეთებს იმას, რასაც მიიჩნევს საჭიროდ უდანაშაულო ადამიანების სოცოცხლის გადასარჩენად – განაცხადა მისტერ კოენმა CNN-თან ინტერვიუში. ძალიან აგვიანებს რეაგირებას ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. პუტინმა პრაქტიკულად დაანონსა ახალი სამხედრო დანაშაულებანი, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენება, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერ ქმედითს ვერ ვხედავთ ბაიდენის მხრიდან. ეს გაუბედაობა შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს უკრაინასაც და მთელ მსოფლიოსაც.
ფაქტია, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ამ საზარელი კონფლიქტის პრევენციისათვის არასაკმარისი ძალისხმევა. არათუ სამხედრო ექსპერტს, არამედ ნებისმიერ მოყვარულ ექსპერტს შეეძლო თავისუფლად გაეთვალა, რომ რუსული სამხედრო ავანტურა სრული კრეტინიზმი იყო სამხედრო-ტაქტიკური თვალსაზრისით; და რომ წარუმატებლობით გაცოფებული პუტინი ათასგვარ სამხედრო დანაშაულზე წავიდოდა, ბირთვული ესკალაციის ჩათვლით. ამერიკულმა დაზვერვამ ზუსტად შეაფასა ომის დაწყების ალბათობა, მაგრამ სრული უვიცობა გამოავლინა უკრაინელთა თავდაცვითი პოტენციალის შეფასებისას. ამაზე პასუხისმგებლობა კი გენერალ მილის ეკისრება, გენშტაბის უფროსს, თავდაცვის მდივანისა და პრეზიდენტის მთავარ სამხედრო მრჩეველს, რომელმაც ომის დაწყებამდე დაასკვნა, რომ კიევი 72 საათის განმავლობაში დაეცემოდა. სწორედ ამიტომ იყო ამერიკა აბსოლუტურად პასიური ომის პრევენციის მიმართულებით. როგორც ჩანს, მილის “ექსპერტიზის” საფუძველზე ყველა თვლიდა, რომ უკრაინა 3-4 დღეში მთლიანად “გაუწვებოდა” პუტინს. მილის არაკომპეტენტურობამ დღეს მსოფლიო ბირთვული ესკალაციის საფრთხემდე მიიყვანა და როგორც ჩანს, ამერიკის პრეზიდენტის და ადმინისტრაციის გაუბედავი, ჩამოუყალიბებელი მოქმედებებიც მისი დამსახურებაა. დარწმუნებული ვარ, თავდაცვის ყოფილი მდივანი კოენი უშუალოდ მის სახელსაც დაასახელებს, როდესაც უახლოეს მომავალში პუტინის მიერ ჩადენილ ახალ, საზარელ სამხედრო დანაშაულს ვიხილავთ. ბილ კოენთან ერთად უკვე არაერთი ცნობილი ამერიკელი გენერალი აკრიტიკებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისათვის ამერიკის უმაღლეს ხელმძღვანელობას. ეს პირდაპირ ეთერში, CNN-ის კორესპოდენტებთან ინტერვიუებში ხდება და აპელაციები თემაზე, რომ “ნატოსა” და ამერიკის ერთგვარად გაუბედავი დახმარების კრიტიკა პუტინის ე.წ. “ნარატივს” წარმოადგენს და საჭირო არ არის, აბსურდია.
უკრაინა საზარელ ფასს იხდის დასავლეთის გაუბედაობისათვის და ამაზე სრული და უპირობო პასუხისმგებლობა ეკისრება არაკომპეტენტურ სამხედრო პირებსა და ლაჩარ პოლიტიკოსებს.
მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამხელა სისულელეა გაერო-სა და სხვა საერთაშორისო იმპოტენტი ინსტიტუტების დაფინანსება და რომ დროა მათ შენახვაში გადაყრილი თანხები ჭეშმარიტად ქმედითი და კომპეტენტური სტრუქტურების შესაქმნელად იქნეს გამოყენებული.

 

აღნიშნულის შესახებ ამერიკაში მცხოვრები, ქართველი ექიმი, ზურა გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

იტვირთბა....