ვატიკანი მზადყოფნას გამოთქვამს, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულოს. ამის შესახებ Vatican News-თან ინტერვიუში ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პეტრო პაროლინმა განაცხადა.
“ვატიკანი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის შუამავლებისთვის იმისათვის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს”, – ამბობს პაროლინი.
მანამდე, პაპმა ფრანცისკემ გაავრცელა მიმართვა, რომელშიც რუსეთს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.