ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი: რუსეთთან ლიდერების დონეზე მოლაპარაკებისთვის იერუსალიმი შესაფერისი ადგილია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინთან პირადად შესახვედრად იერუსალიმი შესაფერისი ადგილია. ამის შესახებ, გამოცემა UNIAN-ის კორესპონდენტი ზელენკის პრესკონფერენციიდან იტყობინება. უკრაინის პირველი პირის თქმით, ლიდერების დონეზე მოლაპარაკების პროცესში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.

“მე ვესაუბრე ბატონ ბენეტს და ვუთხარი, რომ არასწორად, არაკონსტრუქციულად მიმაჩნია მოლაპარაკებების რუსეთში, უკრაინაში ან ბელარუსში გამართვა. ეს არ არის ის ადგილები, სადაც ჩვენ ომთან დაკავშირებით თუნდაც მცირედ აზრთა თანხვედრამდე შეგვიძლია მივიდეთ. საუბარი არ მაქვს ტექნიკური ხასიათის შეხვედრებზე, მე ვგულისმობ ლიდერების შეხვედრას. ვთვლი თუ არა, რომ ისრაელი და განსაკუთრებით, იერუსალიმი შეიძლება იყოს ამისთვის შესაფერისი ადგილი? – კი და ეს მას ვუთხარი. ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ ისრაელის და პრემიერ-მინისტრ ბენეტის შუამოვლობის საკითხს. პირადად მე, დადებითად ვუყურებ ამ პროცესში ვინმეს მედიატორობას, თუმცა, ბატონ ბენეტს არ მივიჩნევ “ვინმედ”, რადგან ვთვლი, რომ მას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ისრაელი ასეთი ქვეყანაა – მდიდარი ისტორიით და ბევრი პარალელით”, – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....