გთავაზობთ ერთ-ერთი აქტიური ინტერნეტმომხმარებლისა და ბლოგერის ჩანაწერს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს 24 საათის განმავლობაში სმარტფონის გამორთვის შემთხვევაში. ამ ყველაფერს ბლოგერი პირველ პირში, საკუთარ მაგალითზე აღწერს:
„საშუალო სტატისტიკური ადამიანი ამოწმებს სმარტფონს 150-ჯერ 16 საათის განმავლობაში. ამ ერთდღიანმა ციფრულმა დეტოქსიკაციამ მაიძულა გამეაზრებინა, რამდენად აუცილებელია, რომ ხანდახან „გაითიშო“ მსოფლიოსაგან.
გასულ თვეს გადავწყვიტე გამეკეთებინა წარმოუდგენელი რამ: 24 საათით უარი მეთქვა ელექტრონული მოწყობილებების გამოყენებისაგან. პარასკევს გამოვრთე-სმარტფონი, პლანშეტი, ნოუთბუკი და ჩავყარე ისინი უჯრაში.
იმ დღეს მე კონცენტრირება მოვახდინე მიმდინარე მოვლენებზე, რის შემდეგაც გავიაზრე და აღმოვაჩინე რამდენიმე მთავარი ჭეშმარიტება, კერძოდ:
თითოეულ ჩვენგანს აქვს დამოკიდებულება სმარტფონისადმი. ტელეფონები, პლანშეტები, კომპიუტერები და ნოუთბუკები „დამნაშავეები“ არიან იმაში, რომ გვაქვს არანორმალური სწრაფვა იმისა, ვიცოდეთ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება.
გარდა ამისა, საშუალოდ, ადამიანები დღის განმავლობაში ღებულობენ და აიგნორებენ 22 სატელეფონო ზარს და აგზავნიან 23 ტექსტურ შეტყობინებას. ყველაფერი იმდენად ცუდად განვითარდა, რომ ჩვენ უკვე ვსარგებლობთ ტელეფონებით საუზმის, სადილის, ვახშმის დროს, სააბაზანო ოთახში, საჭესთან, კინოში და ლოგინშიც.
მომხმარებელთა უმრავლესობისთვის, სმარტფონი არის ნივთი, რომელიც უჭირავთ ბოლოს ძილის წინ და პირველად, როდესაც იღვიძებენ დილით. ბევრ ჩვენგანს თან დააქვს დამტენი, იმისთვის, რომ „ღმერთმა ნუ ქნას, უდროო დროს გაგვეთიშოს“.
სმარტფონი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია
ერთდღიანი ექსპერიმენტის დროს მე დავასკვენი, რომ იგი თამაშობს მთავარ როლს გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად.
მე მას ვიყენებ მაღვიძარის სახითაც. მთელ რიგ შემთხვევაში სმარტფონმა ჩემი ცხოვრება უფრო პროდუქტიული და მართვადი გახადა.
სმარტფონები -„დროისმჭამელები“
ჩვენ ვთამაშობთ თამაშებს, ვამოწმებთ ახალ ამბებს სოციალურ ქსელებში და ვაგზავნით ურიცხვი რაოდენობით ტექსტურ შეტყობინებებს, ისეთებსაც კი, რომელიც სულაც არ არის საჩქარო და მოიცდიდა ადამიანთან პირადად შეხვედრამდე.
მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში, განუწყვეტლად ვფიქრობდი იმის შესახებ, ვინ დამირეკა, ვინ მომწერა, რა მოხდა ჩემი მეგობრების, ნათესავების, ნაცნობებისა თუ სრულიად უცნობი ადამიანების ცხოვრებაში.
როდესაც მეორე დღეს ჩავრთე ტელეფონი, მივხვდი, რომ ყველაფერ ამას თავისუფლად შეეძლო მოეცადა შაბათამდე. რა თქმა უნდა, იყო ისეთი შეტყობინებები, რომლებიც ასე თუ ისე სასწრაფო რეგირებას მოითხოვდნენ, მაგრამ მე მათ ვუპასუხე შაბათს. ამის გამო დედამიწამ არ შეწყვიტა ღერძის გარშემო ბრუნვა.
მომავალი ჩვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებას უფრო მეტად დააკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენი საზოგადოება სულ მალე მივა იმ ზღვრამდე, როდესაც გაწყდება ის წარმოსახვითი ხაზი, რომელიც ერთმანეთისაგან აშორებს საქმიან და პირად ცხოვრებას.
თავად განსაჯეთ: დღეში, საშუალოდ ჩვენ ვმუშაობთ 9 საათი, კვირაში 5 დღე და წელიწადში ორ კვირიანი შვებულება გვაქვს – უახლოესი წლების განმავლობაში, პენსიაში გასვლამდე, ხომ არაფერი იცვლება.
თუკი ჩვენ ახლავე არ აღვუდგებით წინ ამ მოცემულობას, მაშინ მოთხოვნილება, ვიყოთ დაკავშირებული გარე სამყაროსთან 24 საათის განმავლობაში, რეალობად იქცევა.
ყოველივე ამან მიმიყვანა მე ბოლო დასკვნასთან, რომელიც ექსპერიმენტის მსვლელობისას აღმოვაჩინე.
პერიოდულად აუცილებელია უარი ვთქვათ ყველა ელექტროხელსაწყოს გამოყენებისაგან თუნდაც ერთი დღის განმავლობაში.
იმ დღეს, როდესაც მე გადავწყვიტე „მომეხდინა კონცენტრირება მიმდინარე მოვლენებზე“, გადავწყვიტე მეთამაშა შვილთან ერთად კალათბურთი.
მოედანზე დგომისას, მე გავაანალიზე, რომ:
- აღარ ვარ 21 წლის და მე არ შემიძლია კალათბურთის თამაში ჩემს შვილთან ერთად 2-3 საათის განმავლობაში გადაბმულად,
- მე ვიგრძენი თავისუფლება.
- მე არ ვიყავი დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებიც მწერდნენ შეტყობინებებს და ყოველ ორ წუთში არ ვაახლებდი სოციალურ ქსელს.
მივხვდი, რომ ძალიან კარგია – ფიზიკური ვარჯიში, ჯანმრთელი კვება, ძილი და სრულყოფილი ცხოვრება „აქ და ახლა“ .
ვფიქრობ, ასეთი ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო ხშირად, რასაც თქვენც გირჩევთ“.
წყარო: “აფხაზეთის ხმა”